29 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები - გიგა ბოკერია

არჩევნები კონკურენციის გარეშე, ოპოზიციამ ხელისუფლება მეორე ტურში მარტო დატოვა, - თუმცა, ბოიკოტის მიუხედავად , ყველა კანდიდატის მონაცემი, კვლავ რჩება ბიულეტენებში.

არჩევნები გაყალბებულია, -"ქართული ოცნების" ოპონენტების შეფასებები და მოწოდება, - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, უცვლელია. მხარეები ახლა მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის ემზადებიან.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება უნდა იყოს არსებითად ნორმალური.

"დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, ამ ქოლგის ქვეშ კი მთელი წყებაა რა უნდა შეიცვალოს. ნორმალური ან არსებითად ნორმალური უნდა იყოს ის არჩევნები, რომელიც გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს,"-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მესამე რაუნდის თარიღი ჩანიშნული არ არის, თუმცა მისი თქმით მესამე რაუნდი უახლოეს მომავალში უნდა ჩაინიშნოს, რომელსაც რამე შედეგი მოჰყვება.

კომპრომისულ წინადადებებს და დათმობაზე წასვლას "ქართული ოცნება" სწორედ ოპოზიციისგან ელოდება.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

"არაერთხელ მოვისმინეთ შეფასება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ უმწიფარი დემოკრატიის ნიშანია უსაფუძვლო ბოიკოტირება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ვნახეთ დასკვნები და არცერთი დასკვნა არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ 31 ოქტომბრის არჩევნებს,"-აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები