ქაბულში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 პირი დაიღუპა და 23 დაშავდა. ინფორმაციას დაშავებულთა შესახებ ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში ტერორისტებმა რაკეტები მცირე ზომის სატვირთო ავტომობილის საშუალებით შეიტანეს. თალიბანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.