29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ვერ ვიტყვი, რომ მაიკ პომპეომ აღიარა საქართველოში კლანის არსებობა, თუმცა ამ თემაზე ვისაუბრეთ - კახა წიქარიშვილი

"უფლებები საქართველოს" წარმომადგენელის, კახა წიქარიშვილის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მესამე სექტორთან შეხვედრაზე საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა არ უღიარებია, თუმცა შეხვედრის უმეტესი დრო სწორედ ამ საკითხზე საუბარს დაეთმო.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხისადმი ადასტურებს, რომ აშშ სერიოზულად უყურებს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას.

"მე ვერ ვიტყვი ისეთ რამეს, რომ მაიკ პომპეომ აღიარა საქართველოში კლანის არსებობა და თქვა, რომ კლანი უნდა წავიდეს და ამიტომ მხარს გვიჭერს იმ განცხადებაში, რომ კლანი უნდა წავიდეს - ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთ განცხადებას ვერც შიგნით და ვერც გარეთ სახელმწიფო დეპარტამენტი ვერ გააკეთებდა. მაგრამ, ის ფაქტი, რომ 35 წუთიანი შეხვედრის დროს 30 წუთი ვისაუბრეთ მხოლოდ კლანზე, ეს მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად უყურებს საქართველოში სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემას, რაც გამოიხატება კლანურ მმართველობაში,"-განაცხადა კახა წიქარიშვილმა. 

დღის ამბები