29 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
აბსოლუტურად რეალურია და პრეცედენტიც არის, რომ სივრცეში, რომელიც არ არის ნატოს წევრი, ამერიკული სამხედრო ბაზა არსებობდეს - თინა ხიდაშელი

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსების პრეცედენტი არის და ამის დასტურად მან ყირგიზეთის მაგალითი მოიყვანა.

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებულად ხელსაყრელი კონტექსტია შექმნილი ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განსათავსებლად. 

"არსებობს მოსაზრება, რომელიც არასწორად ვრცელდება ძალიან ხშირად ამ იდეის მოწინააღმდეგეებისგან, რომ სად გინახავთ პოსტ საბჭოთა სივრცეში ამერიკული სამხედრო ძალა და ამ გამონაკლისს არ დაუშვებენ. ეს ტყუილია. პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო ამერიკული სამხედრო ბაზა - ყირგიზეთში, ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში, რომელიც არც ნატოში მიდის და არც რაიმე მსგავსი ტიპის ამბიციები არ აქვს. 2009 წელს სწორედ რუსეთის აქტიური ჩარევით, მათ შორის კიბერშეტევით, რომელიც იანვარში განხორციელდა ყირგიზეთზე, იძულებული გახადეს ყირგიზეთის ხელისუფლება უარი ეთქვა ამაზე.

ამიტომ, ეს პრეცედენტიც გვაქვს, რომ ამ სივრცეში, რომელიც არ არის ნატოს წევრი, ამერიკული სამხედრო ბაზა არსებობდეს. ეს დღეს არის აბსოლუტურად რეალური. ჩვენ რატომ დავწერეთ ეს წერილი ახლა, მიმავალი სახელმწიფო მდივნისთვის - ერთადერთი მიზეზის გამო, ჯერ იმიტომ, რომ კონტექსტი შეიქმნა, ხშირად გვითქვამს, რომ კარს ალბათ არ გაგვიღებენ, მაგრამ ფანჯარა თუ დარჩა ვინმეს სადმე, იქ უნდა შევხტეთო, და მეორე - სწორედ იმიტომ, რომ მიმავალი სახელმწიფო მდივანია. როგორც წესი, არსებობს მოლოდინი, რომ უფრო თამამები არიან განცხადებაში, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, მაგრამ, მინიმუმ, განცხადებაში ამ კონკრეტული იდეის მხარდასაჭერად,"-განაცხადა თინა ხიდასელმა. 

დღის ამბები