29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
საჭიროა ნაკლები ემოცია და მეტი პრაგმატულობა - თინა ხიდაშელი ორივე მხარეს კომპრომისზე წასვლას ურჩევს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, "ღამის კურიერში" ოპოზციის ბოიკოტსა და მათ უარზე, პარლამეტში შესვლის შესახებ განაცხადა, რომ ის ოპოზიციის გამოცხადებულ გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლის შესახებ იმთავითვე არ ეთანხმებოდა, თუმცა მისივე განმარტებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოეწონა, ან დაეთანხმა განვითარების თვალსაზრისით 31 ოქტომბრის არჩევნებს. 

თინა ხიდაშელი ოპოზიციის ლოგიკას იმაშიც ხედავს, რომ სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე არ იქნება, მაგრამ  აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე ძალებს, უფრო მეტის მოთმენა უნდა უწევდეთ. 

"საქართველოს დღეს ფუნდამენტური ცვლილება სჭირდება. მე პირადად, არ დამიმალავს ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან, არ მიმაჩნდა სწორად პირველ ნოემბერს ოპოზციის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლის შესახებ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ან მომეწონა, დავეთანხმე ან რაიმე პოზიტიური დავინახე განვითარების თვალსაზრისით იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა. სახელმწიფო დეპარტამენტის იმ უცნაურ დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რამდენიმე აბზაცში გამეორებით წერია, რომ ამ არჩევნებზე იყო ყველა ის ტრადიციული პრობლემა, რომელიც 30 წლის განმავლობაში საქართველოს არჩევნებს ახასიათებს. შესაბამისად, გასაგებია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციაზე პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. რადგანაც ამ ადამიანებს ესმით, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება არის ყველაზე მთავარი. ქართული ოპოზიცია ფიქრობს და ამაში მე სრულიად სოლიდური ვარ მათი, რომ სტაბილურობა დემოკრატიის გარეშე არ იქნება, ამიტომ გზად მათ ეს ბოიკოტის რეჟიმი დაინახეს. ვერ ვიტყოდი, რომ ამაში ლოგიკა არ არის. ლოგიკურიც არის, სამართლიანიც და გულსაც კარგად ხვდება, როდემდე უნდა გადავყლაპოთ მოპარული არჩევნები, მაგრამ ამასობაში, ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიის მქონე ძალებს, როგორც წესი, უფრო მეტის გადაყლაპვა უნდა უწევდეთ, ვიდრე რიგით მოქალაქეებს. საჭიროა, ნაკლები ემოცია და მეტი პრაგმატულობა,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

თინა ხიდაშელმა ქვეყანაში კრიზისის განმუხტვისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომპრომისზეც ისაუბრა: 

"მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში კრიზისის განმუხტვისთვის, კომპრომისი რომელზეც ორივე მხარე უნდა წავიდეს, ასე უნდა გამოიყურებოდეს - "ქართული ოცნება" უნდა დათანხმდეს 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიცია კი, ამ გარანტირებული თანხმობის პირობებში, პარლამენტში უნდა შევიდეს,"- აცხადებს თინა ხიდაშელი. 

 

 

 

დღის ამბები