29 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
განთავსდება თუ არა საქართველოში ამერიკული ბაზები - დავით ბაქრაძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ "თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება"

განთავსდება თუ არა საქართველოში ამერიკული ბაზები - საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო და აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ და ეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით უკვე არსებული, ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

"თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის გახსნით სიტყვაში, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უფრო მეტი და აქტიური მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატებისა საქართველოში. ჩვენ განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენს ხელთ არსებული, უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

რაც შეეხება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის პროგრამას, კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები