29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, არაფორმალური გავლენები მართლმსაჯულებაზე - მაიკ პომპეოს შეხვედრა მესამე სექტორთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსულმა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ განხილვის თემა სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა იყო.

მესამე სექტორზე დაყრდნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის ინტერესს გახმაურებული საქმეებით უპასუხეს, რითიც, მათი თქმით, მტკიცდება, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა მთავრობების ცვლის მიუხედავად, არ უმჯობესდება, ის არაა თავისუფალი გავლენებისგან და ხშირად პოლიტიკურ იარაღადაც გამოიყენება.

"ღია და გულწრფელი" - ასე შეაფასა აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა. თავად მაიკ პომპეო შეხვედრას "ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა და კვლავაც ხაზი გაუსვა ინვესტიციების მოზიდვაში სასამართლოს ხარისხის საკითხს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის გარდა 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა, ვისი მთავარი ორიენტირიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამართლის უზენაესობაა. 

დღის ამბები