29 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციამ რამდენიმე ლოკაციაზე დღეს აქცია გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე "ნაციონალურ მოძრაობის", "გირჩისა" და პარტია "მოქალაქეების" მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

პარალელურ რეჟიმში მდუმარე აქცია ჩატარდა კოსტავას ქუჩაზეც. დილიდან მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარედ "ევროპული საქართველოს" ამომრჩევლებიც შეიკრიბნენ. დისტანციის დაცვით გაკეთებული ცოცხალი ჯაჭვი რუსთაველიდან მელიქიშვილის გამზირამდე შეიკრა. 

მდუმარე აქციას საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდნენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც. გაიშალა რამდენიმე მეტრიანი ამერიკის დროშაც. ამ ფორმით აქციაზე მყოფებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი ღიად გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გამოთქვეს. 

ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მშვიდობის ხიდზეც შეიკრიბნენ. გადმოფინეს ბანერი წარწერით "არჩევნები მოპარულია რუსი ოლიგარქის მიერ." აქციის ორგანიზატორების ჩანაფიქრი იყო, გზავნილი მაიკ პომპეოს საპატრიარქოსკენ მიმავალ გზაზე შეემჩნია.

თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე შეკრებილი, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანები ერთმანეთს შეუერთდნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ. აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა.

დღის ამბები