29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ საუკეთესო პროცესი საქართველოსთვის ამ წინააღმდეგობის პარლამენტში გადატანაა - გიორგი ხელაშვილი

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით აშშ-ს დელეგაციის ძირითადი გზავნილები იყო, რომ ქართულმა ოპოზიციამ ბრძოლა პარლამენტიდან უნდა განაგრძოს. 

"დღევანდელი საუბრებიდან, ამერიკის მაღალჩინოსნების მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ საუკეთესო პროცესი საქართველოსთვის ეს არის ამ წინააღმდეგობის გადატანა პარლამენტში და ინსტიტუტებში, რომლებიც საქართველომ შექმნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ის ძირითადი, რაც უნდა გამოვიტანოთ აშშ-ს დელეგაციის თბილისში ვიზიტიდან,"-განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა. 

"ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, ნუ წავლენ დასავლეთის წინააღმდეგ. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციას, ნუ წავლენ დასავლეთის წინააღმდეგ. დასავლური ინსტიტუტები ყველა ერთხმად მოუწოდებენ, რომ ბოიკოტის გზა არ იქნება მომგებიანი საქართველოს დემოკრატიისთვის და შესაბამისად, მათ უნდა აირჩიონ საპარლამენტო ცხოვრების გზა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

დღის ამბები