29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
მუშაობა გაგრძელდება შედეგისთვის, რომელიც იქნება ახალი არჩევნები - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ოპოზიციასთან შეხვედრისას ყურადღებით მოისმინა მათი პოზიციები. 

შალვა ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ვერ გააკეთებენ მოწოდებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რადგან ეს დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს. 

"მომლაპარაკებელმა მხარემ ინტერესით მოისმინა ჩვენი პოზიციები და, ვფიქრობ, მუშაობა გაგრძელდება შედეგისთვის, ხოლო შედეგი იქნება ახალი არჩევნები. არც ერთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე არ გეტყვის, რომ პარლამენტში არ შეხვიდე. ის ვალდებულია დაიცვას დიპლომატიური ეტიკეტი და, გარდა ამისა, დაიცვას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

 

დღის ამბები