29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
"საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში" - მაიკ პომპეო NGO-ებთან შეხვედრის შესახებ

მაიკ პომპეო "ტვიტერით" სამოქალაქო სექტორთან გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.

"კმაყოფილი ვარ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან გამართული საუბრებით, რომელიც შეეხებოდა საასამართლო რეფორმებსა და ქვეყანაში დემოკრატიის პროგრესს. საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაში,"- წერს პომპეო სოციალურ ქსელში .

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველო უკვე დატოვა. აშშ-ს სახელწიფო მდივანი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისიდან თელავივში გაემგზავრა. 

დღის ამბები