29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ვიმსჯელეთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - პომპეო გახარიასა და ზაკლალიანთან შეხვედრაზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო "ტვიტერის" გვერდზე პრემიერ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ წერს.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. 

მე კიდევ ერთხელ დავადასტურე რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობიასადმი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა," - წერს მაიკ პომპეო.

 

დღის ამბები