29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
დებატებში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ტელევიზია და ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ მოლაპარაკება, მათი ნაწილი კი მზად არის პოლიტიკურ დებატებზე.

"არაერთხელ გამოვიწვიე მმართველი გუნდი დებატებში, დღეს ხვდებიან, რომ უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ამიტომ უნდათ, რომ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა.

ხელისუფლება და ოპოზიცია დიდი ხანია, რაც დებატებში არ ყოფილა, ჩვენ მზად ვართ დებატებში მონაწილეობისთვის. 

მხოლოდ ერთი წინაპირობით, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს შესაძლებლობა ტრანსლაციის, ყველა ტელევიზიიდან იყოს ჟურნალისტი, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა ორივე მხარეს დაუსვან კითხვები. 

დებატების შემთხვევაში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ტელევიზია და ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი, როგორც მათი მხარდამჭერი ასევე ოპოზიციური ტელევიზიაც, ამ ფორმატით ნებისმიერ დროს მზად ვართ,"-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები