29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფოთა უმეტესობა შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ჯანდაცვის გარდა ეკონომიკურ კრიზისთანაც უწევს გამკლავება. სახელმწიფოების უმეტესობა კორონავირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების თავიდან აცილებას სრული ლოკდაუნის დაწესებაში ხედავს.

გერმანიის მთავრობამ კარანტინის წესების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთი კვირით გადადო. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მოსახლეობა შეზღუდვების დაწესებას გაგებით უნდა მოეკიდოს, რადგან მთავრობა რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილების გადავსებას ვერ დაელოდება.

შვედეთი საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში ადამიანთა დაშვებულ რაოდენობას 50-დან 8-მდე ამცირებს.

დამატებითი შეზღუდვები დაწესდა ამერიკის ზოგიერთ შტატშიც. ქვეყნის 4 შტატში ფარმაცევტული კომპანია "პფაიზერი" იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს.

დღის ამბები