29 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
3 დღე არჩევნების მეორე ტურამდე - ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების საშუალება მაინც ექნება

21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შედგება. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანი მაინც ექნება.

არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 17 ოლქში იმართება, ამათგან 8 თბილისშია.

მეორე ტურის დასრულების შემდეგ 19 დღის ვადაში ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინოს, პრეზიდენტი კი ამის შემდგომ პირველი სხდომის თარიღს დანიშნავს. სავარაუდოდ, ეს თარიღი 9 დეკემბერი იქნება.

მეორე ტურებს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია არ დააკვირდება. საარჩევნო კომისიებში აღარ იქნებიან აღარც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები - პარტიამ ისინი კომისიებიდან თავად გაიხმო.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოლქში ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს - თუ ასეთი კანდიდატი უარს იტყვის მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე, იმ ოლქში გაზაფხულზე შუალედური არჩევნები ჩატარდება.

დღის ამბები