29 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მთავარი ინფექციონისტი კოვიდინფიცირებულია, მთავარი ეპიდემიოლოგი თვითიზოლაციაში გადავიდა - სპეციალისტები მძიმე სცენარზე საუბრობენ

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კოვიდინფიცირებულია, მთავარი ეპიდემიოლოგი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, რომელიც 10 თვეა ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის და მკურნალობაც ქვეყანაში მის მიერ შექმნილი პროტოკოლით მიმდინარეობს, დღეს თავად კოვიდპაციენტია.

თენგიზ ცერცვაძეს ინფექცია ლაბორატორიულად გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა.

ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი აქვს, ამჟამად ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

ინფიცირებულია თენგიზ ცერცვაძის მეუღლეც, რომელიც სახლში მკურნალობს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტები უფრო მძიმე სცენარზეც საუბრობენ. 

დღის ამბები