29 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
დონალდ ტრამპი ირანის ატომურ ობიექტებზე სამხედრო იერიშს განიხილავდა - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის ატომურ ობიექტებზე სამხედრო იერიშის ვარიანტებს განიხილავდა - ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა თავისი გეგმის შესახებ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფერ მილერს და შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილს მოახსენა. თუმცა უმაღლესი რანგის მრჩევლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა დონალდ ტრამპს ირანის ატომურ სადგურებზე თავდასხმა არ ურჩია.

მრჩევლებთან ტრამპის შეხვედრა მას მერე შედგა, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ირანი გამდიდრებული ურანის მარაგებს ზრდის. პარალელურად, ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან და ერაყიდან ჯარის ნაწილის გაყვანის განკარგულებას გასცემს.

დღის ამბები