29 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თავადაც კოვიდინფიცირებულია - როგორ მკურნალობს თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თავადაც კოვიდინფიცირებულია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მას სიცხე, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნება.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის სიცხის დამწევს, D ვიტამინს, C ვიტამინს, თუთიას და სითხეებს იღებს. 

მისივე თქმით, ის მკურნალობას, ჯერჯერობით, სახლის პირობებში გადის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ხვალიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადავიდეს.

დღის ამბები