29 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
COVID-19 ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, რომელთანაც კვირას მქონდა კონტაქტი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდგინდა და ამიტომ ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც ამირან გამყრელიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, შვილიშვილთან კვირას ჰქონდა კონტაქტი, ორშაბათს კი COVID-19 დადასტურდა:

"ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა, რომელთანაც კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს, ამიტომ გადავედი თვითიზოლაციაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები