29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
მაიკ პომპეო თბილისშია - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია - მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. 

პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო  საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვედრას გამართავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელში გაემგზავრება.

დღის ამბები