29 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
აშშ-ში ჯორჯიის შტატში 2 600-ზე მეტი ხმა საბოლოო შედეგების სიაში შეტანილი არ აღმოჩნდა

შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ხმების ხელახლა გადათვლისას აღმოჩნდა, რომ 2 600-ზე მეტი ხმა საბოლოო შედეგების სიაში შეტანილი არ იყო. უბნის კომისია დარღვევას ბიულეტენების დამთვლელი სკანერის შეცდომას უკავშირებს.

ტრამპის საარჩევნო შტაბში კი აცხადებენ, რომ ხმების გადათვლის შედეგად, ნათელი ხდება, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

ინფორმაციას დაუთვლელი ხმების შესახებ, ჯორჯიის შტატის ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი 14 000 ხმით დამარცხდა. მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხმების ხელახალი გადათვლის შემდეგ ვითარება ტრამპის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს.

დღის ამბები