29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ტყიბულში "საქნახშირის" 140 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტყიბულში შახტის 140 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. "საქნახშირის" გადაწყვეტილებით, შახტის მუშაობა 2 კვირით შეჩერდა.

"საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, "საქნახშირი" პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1 114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდდადებითია 144 ადამიანი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდსასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

"საქნახშირის" შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid-19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. "საქნახშირის" თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები