29 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
"ოპოზიცია არის დღეს მთლიანად მოშლილი, უკვე იყო ამის ნიშნები არჩევნებამდე" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი "ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ოპოზიციაში დღეს სერიოზული რყევებია. კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხშირად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებს ოპოზიცია და ეს ინფორმაციები სწორედ მათი ოფისებიდან გამოდის. 

"ოპოზიცია არის დღეს მთლიანად მოშლილი, უკვე იყო ამის ნიშნები არჩევნებამდე, ანუ მათ ოფისებში, პარტიულ სტრუქტურებში იყო გარკვეული რყევები და ეს, მით უმეტეს გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ჩაატარეს ორი წარუმატებელი აქცია. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმაზე, რომ ხალხს უნდა გააპროტესტებინო არჩევნების გაყალბება და ერთ შემთხვევაში 7 000 და მეორე შემთხვევაში დაახლოებით 3 000 კაცი გამოყავს, ეს ბუნებრივია, იწვევს რყევებს პარტიის შიგნით და ასეთ დროს, უფრო მარტივად ჟონავს პარტიებიდან ინფორმაციები- განაცხდა კობახიძემ.  

დღის ამბები