29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
მეათე მოწვევის პარლამენტში, ოპოზიციას აქვს ისეთი უფლებები, რომელიც დღემდე არც ერთი მოწვევის პარლამენტს არ ჰქონია - ზვიად ძიძიგური

საქართველოს "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში, ახალი რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიციას აქვს ისეთი უფლებები, რომელიც დღემდე არც ერთი მოწვევის პარლამენტს არ ჰქონია. ძიძიგური აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია პარლამენტში შევა, მას მეტი ბერკეტი ექნება, თუნდაც 31 ოქტობრის არჩევნების საგამოძიებო კომისია შექმნას. 

"პარლამენტის 150 წევრიდან, 50 დეპურატს, თუ გადაწყვეტს რომ შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების კანონიერებას გამოიძიებს, 100-მა დეპუტატმა წინნაღმდეგი რომ მისცეს ხმა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც 50 წევრს შეუძლია ასეთი კომისიის შექმნა, ოპოზიციას 60 დეპუტატი ჰყავს, პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატის 52% არის 60-ზე მეტი დეპუტატი. ეს თანაფარდობა, 70/80-ზე როცა გაქვს და მაინც არ შედიხარ პარლამენტში, თან ამ დროებით კომისიას შეუძლია. ეს არის ისეთი უფლებების მქონე ორგანო, რომელსაც შეუძლია მოიწვიოს ექსპერტები, გამომძიებლები, შეუძლია დაკითხვაზე დაიბაროს თამარ ჟვანიადან დაწყებული ყველაზე დაბალი იერარქიის, უბნის კომისიის დამკვირვებლით დამთავრებული და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ 900 ოქმი არის დაუბალანსებელი, როდესაც ამაზე ლაპარაკობს ოპოზიცია და ხელისუფლებაც ამბობს დაუბალანსებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 900 ოქმის დოკუმენტაცია ნახოს ამ კომისიამ, თუკი არის დაღვევები. ეს არის მეათე მოწვევის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ძალაში უფლებამოსილების მიღებისთანავე შედის,"-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა "ღამის კურიერში".

დღის ამბები