29 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სააკაშვილმა "გაპარსა" მთელი ოპოზიცია, გადააგდო პრაქტიკულად ისინი და ახლა აბულინგებს - სოზარ სუბარი 

პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან”, სოზარ სუბარი ამომრჩეველს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებთან გამოხატონ.

კითხვაზე - უქმნის თუ არა უხერხულობას ის მომენტი, რომ კონკურენტის გარეშე იქნება წარმოდგენილი მეორე ტურის დროს, სუბარი ამბობს, რომ  უხერხულობა თავად ოპოზიციონერ წევრებს უნდა შეექმნათ. 

"უხერხულობას უნდა უქმნიდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მოატყუეს და გადააგდეს თავისი ამომრჩევლები. ადამიანებს ხმა მისცა საკმაო რაოდენობის ამომრჩეველმა და მათ ისინი მოატყუეს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი და უნდა სცრხვენოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ატყუებენ თავის ამომრჩეველს. ჟარგონით რომ ვილაპარაკოთ, ამას ჰქვია ამომრჩევლის გადაგდება. ძალიან მაინტერესებს როგორ ჩახედავენ თვალებში და როგორ მივლენ შემდეგ არჩევნებზე და უთხრან, კიდევ მოგეცით ხმაო, როდესაც  უბრალოდ არ სცემენ პატივს მათ ნებას,“ - ამბობს სოზარ სუბარი.

პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს "აბულინგებს" და ეუბნება, რომ არ შევიდნენ პარლამენტში. სუბარი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავიდანვე ემზადებოდა რევოლუციისთვის და მას სხვა მიზანი არც ჰქონია. 

"ეფექტიანი ვერ იქნები იმ ძალასთან, რომელსაც არ აქვს არანაირი კონსტრუქცია, რომელიც ემზადებოდა უბრალოდ რევოლუციისთვის და სხვა მიზანი არც ჰქონია თავიდანვე. ეს კარგად გამოჩნდა დიალოგის მომენტშიც.

რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა თავის ჭკუაზე ატრიალა მთელი ოპოზიცია, დააჯინა ამ ე.წ. შალვას ფანჩატურში, ლაპარაკობდა მითიურ ერთიანობაზე, რომელიც არ არსებობდა ამ ოპოზიციურ ძალებში. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაცხადა რომ ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც  "გაპარსა“ მთელი ოპოზიცია, წაიღო მთელი მათი ხმები, გადააგდო პრაქტიკულად ისინი და ახლა აბულინგებს და ეუბნება მათ, რომ არ შეხვიდეთ პარლამენტში და ისინიც რატომღაც მიჰყვებიან ამ ადამიანს, რომელიც ვერც ჩამოსვლას ბედავს, ვერც პარლამენტში ვერ შედის, იმიტომ რომ დაპირებები გასცა და ვერ ასრულებს და ახლა სხვებსაც აიძულებს რომ არ შევიდნენ პარლამენტში,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

 

დღის ამბები