29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ამომრჩევლის დამუნათება ამ ფორმით, ჩემთვისაც არ არის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმა, მაგრამ ამაში ვერანაირ სენსაციას ვერ ვხედავ - თინა ბოკუჩავა 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თინა ბოკუჩავა "სირცხვილის დერეფნების“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ მედიისგან შეიტყო. ბოკუჩავა აცხადებს, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციაში იდეამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 

"მე როდესაც ლეიბორისტული პარტიის ოფისის შეკრებაზე მივედი დღეს, პრესის წარმომადგენლებისგან გავიგე ამასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩვენ გვქონდა ამის განხილვა საერთო ოპოზიციურ ფორმატში. ამ იდეამ არ ჰპოვა მხარდაჭერა. გასაგებია, იზოლირებულ უბნებზე სადაც თამარ ჟვანია მივა, ან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ან ვინმე სხვა ოდიოზური ფიგურა და ბიუროკრატი, შეიძლება ახალგაზრდებმა ძალიან მშვიდობიანად და მდუმარედ გამოხატონ ტრანსპარანტებით საკუთარი პროტესტი. ეს ნორმალურია, მაგრამ თავისთავად, ამომრჩევლის დამუნათება ამ ფორმით, ჩემთვისაც არ არის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმა, ამისთვის არსებობს ბევრი სხვა ფორმა, მაგრამ ამაში მე ვერანაირი სენსაციას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ეს კონსოლიდაცია, რაც არის ოპოზიციაში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კონსოლიდაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის სწორედ ის, რომ ძალიან შეჯერებული პოზიციებით, ძალიან მწყობრად და მშვიდად ვახორციელებთ ყველა ღონისძიებას,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავა. 

დღის ამბები