გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ საბურთალოელს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
ბოლო დღეების აქტიური კონსულტაციების დეტალები "კურიერმა" გაარკვია. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული და ამავდროულად დაზარალებული ვახო ჩიქოვანი მზად არის წერილობით განმარტოს, რომ მას პრეტენზია არცერთ საბურთალოელ ბრალდებულთან არ აქვს.
ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს აგარაკის ინციდენტის დაზარალებულის ადვოკატი, თუმცა დღეს, ჩიქოვანის გლდანის ციხეში მონახულების შემდეგ, "კურიერთან" დაადასტურა, რომ ვახო ჩიქოვანს საბა გოგშელიძესთან, საბა ჩხარტიშვილთან და ირაკლი წაქაძესთან პრეტენზია არც არასდროს ჰქონია.
გადაწყვეტილებისა და პოზიციის დასაფიქსირებლად ადვოკატმა 2 დღიანი ვადა ითხოვა.