29 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ვაქცინას ოპტიმისტურად ვუყურებ, მაგრამ ის ვერ დაასრულებს პანდემიას - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინას ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა მიაჩნია, რომ ვაქცინა პანდემიას ვერ დაასრულებს და შესაძლოა ეს წლების განმავლობაში გაგრძელდეს. 

"ვაქცინასთან მიმართებაში, რასაკვირველია ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედები, როდესაც ამერიკის სახელმწიფომაც კი, მილიარდ 100 მილიონი დოლარი მისცა მარტო "მოდერნას", რომ რაც შეიძლება სწრაფად დაემზადებინა ეს ვაქცინა, "ფაიზერს" მილიარდ 900 მილიონი. ვნახოთ, ვაქცინის საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ ვიცით რა იქნება, რამდენი ხანი დატოვებს იმუნიტეტს, თუმცა "მოდერნას" ვაქცინა ლოჯისტიკურად უფრო სიმპათიურად გამოიყურება, -20 გრადუსზე 6 თვე მოითხოვს შენახვას და გახსნიდან 1 თვე შეიძლება ჩვეულებრივ მაცივრებშიც კი შენახვა, სადაც ყოველდღიური, კალენდარული ვაქცინები კეთდება.

ასე რომ შეიძლება ეს ოპტიმისტური იყოს, ამიტომ ვაქცინას არ ვუყურებ სკეპტიკურად, მას შეიძლება არ შეეძლოს პანდემიის სრული დასრულება და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდეს, რამოდენიმე წელიც კი, მაგრამ ვაქცინა თუ იარსებებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სამედიცინო საზოგადოებისთვის და მას ექნება კლინიკური ეფექტი, რაც ჯერ 30 ათას ადამიანში დამტკიცდა, ეს სერიოზული მიღწევა იქნება და ექნება გარდამტეხი მნიშვნელობა," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში". 

დღის ამბები