29 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
უშლის თუ არა ხელს ოპოზიციის ერთობას გზავნილები უკრაინიდან - სააკაშვილი მომხრეებს "ხელის განძრევისკენ" მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს ჩამოსვლის სანაცვლოდ მორიგი წინაპირობა წაუყენა. ძებნილმა ექსპრეზიდენტმა ფეისბუქ მიმართვის დროს ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს შეახსენა, რომ ის ინდივიდუალური თავგანწირვისთვის მზადაა, თუმცა ეს შედეგს არ მოიტანს. სააკაშვილის აზრით, "ოცნების" ხელისუფლებასთან დაპირისპირება შედეგიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ მის გარშემო საერთო ოპოზიციური კონსენსუსი შედგება.

სააკაშვილისგან განსხვავებით მისი ფიგურის გარშემო გაერთიანების აუცილებლობას ვერ ხედავენ ოპოზიციური ერთობის სხვა წევრები. მათი ნაწილი ექსპრეზიდენტს გადაწყვეტილების ინდივიდუალურად მიღებას ურჩევს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთიანობა არჩევნების საკითხზე შეინარჩუნონ.

კოლეგებს სააკაშვილის დაბრუნების თემით მანიპულირებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის წევრების აზრით, ე.წ. "ხელის განძრევაში" სააკაშვილი საარჩევნო ხმების დაცვას გულისხმობდა.

ძებნილი ექსპრეზიდენტის დაბრუნების დაპირებას არასერიოზულს უწოდებენ მმართველ პარტიაში. 

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ფეისბუქის დახმარებით თითქმის ნახევარი საათი მიმართავდა. თუმცა შეკითხვა - კონკრეტულად, როდის და რა ვითარებაში აპირებს ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას, კვლავ უპასუხოდ დატოვა.

დღის ამბები