29 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
18 წლამდე ბავშვებში "კოვიდ-19"-ის ინფექცია ძირითადად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ბავშვებისთვის ხშირ შემთხვევაში საშიში არ არის - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 18 წლამდე ბავშვებში "კოვიდ-19"-ის ინფექცია, ძირითადად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ვირუსი ბავშვებისთვის ხშირ შემთხვევაში საშიში არ არის.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" აღნიშნა, თუ მშობელი ექიმს ვერ დაუკავშირდა და ბავშვს რაიმე საშიშროებას შეამჩნევს, პაციენტი პირდაპირ მიმღებში მიიყვანოს.

"რისკის ჯგუფების გარეშე კორონავირუსს ლეტალობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს. საბედნიეროდ, ბავშვები რისკის ჯგუფის მიღმა თუ არიან, 18 წლამდე შეიძლება ასე ითქვას, ძალიან მინიმალურია ფატალური შემთხვევები, თუმცა ასეთი შემთხვევები მსოფლიოში აღწერილია.

რა თქმა უნდა ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც შეიძლება იყოს საშიშროების ნიშნების მაჩვენებელი, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება, კანზე უჩვეულო გამონაყარი, ბავშვებისთვის დიარეა, ღებინება, მით უმეტეს, თუ ბავშვს აქვს რომელიმე თანხმლები დაავადება, თანდაყოლილი გულის, თირკმლის და ა.შ, რასაკვირველია მათი სტაციონირება დასაწყისიდანვე სასურველი და მნიშვნელოვანია, სხვა მხრივ, უდიდეს ნაწილს ბავშვებისას, მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ ამ ინფექციის, როცა ვამბობთ, რომ ვირუსის დიდი ნაწილი, 3-40 % უსიმპტომოა, სწორედ ბავშვებია ის კონტინგენტი, სადაც ყველაზე ხშირად, სადაც ტემპერატურისა და სიმპტომების გარეშე მიდის ინფექცია. ასე რომ ბავშვების მშობლები მშვიდად ვიყოთ, მაგრამ სიმშვიდე არ ნიშნავს, რომ ფხიზლად არ ვიყოთ," - განაცხადა "დღის კურიერში" ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები