29 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
ეპიდემიოლოგების განგაში - ხელისუფლება საველე ჰოსპიტლებსა და რეგულაციების გამკაცრებაზე ფიქრობს

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ეპიდემიოლოგები პრევენციის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

პანდემიის დაწყებიდან უკვე 4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. მარტო დღეს, კოვიდინფიცირებულებს 120 მედიკოსი დაემატა.

ქვეყანას, დაახლოებით, 3000 საწოლის რესურსი დარჩა, ამის შემდეგ საჭირო გახდება საველე ჰოსპიტალის გახსნა. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სპორტის სასახლე, არამედ საგამოფენო და სამხედრო სივრცეები.

ამასობაში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა უკვე დეკემბერში იწყებს მოსახლეობის მასობრივ აცრას. ბაზარზე გამოჩნდა კიდევ ერთი კომპანია, რომლის ვაქცინამ 95 %-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს კვლავ აფრთხილებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს.

დღის ამბები