29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებდა.

"ჩვენ არამარტო ვიდეომტკიცებულებები წარვადგინეთ, არამდე წარვადგინეთ გაყალბებული ოქმები, წარვადგინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მტკიცებულებები, პოზიციები, წარვადგინეთ სამართლებრივი არგუმენტაცია, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცალსახად ეკრძალებოდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღო. შეაყარე კედელს ცერცვი, ეს არის ივანიშვილის "ბუტკა,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

დღის ამბები