29 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - დავით უსუფაშვილი "სირცხვილის დერეფნებზე"

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფანი სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება.- ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელში წერს. 

"სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება. არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ - პოლიტიკური პროცესის 1 460 დღისთვის და არა მას - არჩევნების ერთი დღისთვის," - წერს დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები