29 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ჩვენ "სირცხვილის კორიდორების" მოწყობაში მონაწილეობას არ მივიღებთ - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია არჩევნების მეორე ტურის დღეს "სირცხვილის კორიდორების" მოწყობის წინააღმდეგია. 15 ნოემბრის აქციაზე ოპოზიციის ერთმა ნაწილმა "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა დააანონსა, რაშიც, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, "ევროპული საქართველო" მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ "სირცხვილის კორიდორებს", არ ვიღებთ მონაწილეობას. მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა პირველ ტურში და პირველ ტურამდე საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ ის ზეწოლის და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურისას, რაც ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ისე, მე სირცხვილის კორიდორების წინააღმდეგი ვარ, ამ შემთხვევაში, ზოგადად - არა​,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ოპოზიცია ორ აქციას აანონსებს - ზეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას და 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღეს. 

დღის ამბები