29 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე - ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ შევწირავ თავს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმაი მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში საქართველოს მოქალაქეებს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ ისინი გაძარცვა და ყველამ ერთად უნდა უპასუხოს.

სააკაშვილის განცხადებით, ის მზად არის ჩამოვიდეს და სამშობლოს კეთილდღეობისთვის თავი გაწიროს.

"მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა ახლა. მე მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ.

თქვენ გაგძარცვეს ბოლომდე, დედა გიტირეს უბრალოდ და უნდა უპასუხოთ ყველამ. ძალიან მარტივია - ახლა თქვენი საკითხი დგას და არა სააკაშვილის და ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანის.

მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, რომ კი ბატონო ჩამოვალ, შევწირავ თავს.

ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე რა თქმა უნდა მზად ვარ ყველაფრისთვის, მათ შორის თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება თუ თავის შეწირვა კიდევ ერთი პრეზიდენტის რუსეთის მიერ გაგდებული საქართველოს და სიცოცხლის?! ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ.

მოინდომეთ და ყველაფერი მოგეცემათ. უკაცრავად და სად მპატიჟებთ ზუსტად? მოინდომეთ და მოგეცემათ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები