29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
"ქართული ოცნება" საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება შეაფასონ

"ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას და მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რამდენდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

 

"ქართული ოცნების" წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით,  "ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, ყოველგვარ ჩარჩოს სცდება.

"უკანასკნელი დღეების მანძილზე, "ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდნენ, პოლიციელებზე საჯარო მოხელეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლა მოეხდინათ.

მათი გუშინდელი მოწოდება ყველანაირ ჩარჩოს სცდება, "ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათივე პარტიის გეგმა და ახსენა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ და ამით შეეცდებიან საარჩევნო პროცესის ბლოკირებას და ხელის შეშლას. 

დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა ხალხი, ნაციონალების დაანონსებული კამპანიის მიხედვით კი, ხელს უშლის მოქალაქეებს დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. "ნაციონალების" ხელწერაა, ხალხს წაართვას არჩევანი. ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუსაბამო ქმედება, რომელიც მკაცრ და მკაფიო შეფასებას ითხოვს.

მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიურ კორპუსს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთაც არ სურთ სააკაშვილის ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღება, გამოხატონ პოზიცია და მკაფიოდ შეაფასონ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება,"-აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები