მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატი მაია სანდუ ლიდერობს. პირველადი შედეგების თანახმად, პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის" ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხმების 56% მოიპოვა, პრორუსულად განწყობილ მოქმედ პრეზიდენტს - იგორ დოდონს კი მხარი ამომრჩევლების 43%-მა დაუჭირა.
საარჩევნო ბიულეტენების 99%-ი უკვე დათვლილია.
მაია სანდუ მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლასა და ევროკავშირთან დაახლოებას ჰპირდება.