29 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები დღეს შიდა კონსულტაციებს მართავენ - გაფართოებული შეკრება ლეიბორისტების ოფისში შედგება

ხელისუფლება-ოპოზიცის შორის მორიგი, მესამე რაუნდის გამართვამდე ოპოზიციური პარტიები დღეს შიდა კონსულტაციებს მართავენ.

შეკრება, გაფართოებული შემადგენლობით, ამჯერად "ლეიბორისტების" ოფისში შედგება. მიმდინარე კვირას ოპოზიცია ორ აქციას გეგმავს - აქედან ერთი, 18 ნოემბერს, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს გაიმართება. მდუმარე დემონსტრაციის მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია იმედოვნებს იმასაც, რომ მათ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცეთ. ოპოზიცია მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს მხარდამჭერებს არა საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად, არამედ ქუჩაში შეკრებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები