29 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
საქართველო VS ჩრ. მაკედონია - ისტორიული მატჩი COVID-19-ის გამო გულშემატკივრების გარეშე იმართება

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი დაიწყო. ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გადამწყვეტ შეხვედრას მართავს. მატჩს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნაკრებს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად შეუძლია გაიფორმოს ბილეთი ევროპის ჩემპიონატზე.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე ტარდება, თუმცა სტადიონი ისევ ცარიელია. კორონავირუსის გამო თამაშს ვერ ესწრება, ვერც გულშემატკივარი და ვერც ნაკრების ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები