29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის კანდიდატურა უკვე შეარჩია

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის კანდიდატურა უკვე შეარჩია. ამის შესახებ გამოცემა New York Times იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს 59 წლის რონ კლაინი დაიკავებს, რომელიც ბარაკ ობამას მრჩეველი იყო და ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში მის აპარატს ხელმძღვანელობდა.

მაშინ, როცა დემოკრატები ახალ მთავრობას აკომპლექტებენ, რესპუბლიკელები ხმებს ხელმეორედ ითვლიან, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ბიულეტენის ხელით გადათვლა მოხდება. ტელეკომპანია CNN-ის ბოლო მონაცემებით, ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 14 000 ხმით უსწრებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა კიდევ ერთი სარჩელი მოამზადა, ამჯერად დონალდ ტრამპი მიჩიგანის არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, როგორც ცნობილია, აღნიშნულმა შტატმა ბაიდენის გამარჯვებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეასრულა. 

დღის ამბები