29 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
ევროკავშირმა გადაწყვიტა, COVID-19-ის სამკურნალოდ BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა შეიძინოს - ინფორმაციას BBC ავრცელებს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა შეიძინოს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლოდან მიიღებენ. თუმცა ევროკავშირში  დეტალებზე არ საუბრობენ.

წინასწარი მონაცემებით, ვაქცინამ "კოვიდ-19"-ის სიმპტომების გამოვლენისგან ადამიანების 90 პროცენტზე მეტი დაიცვა.

ორშაბათს მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ 43 500-ზე მეტი ადამიანი გატესტეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს.

დღის ამბები