29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
მე ვფიქრობ, ჩაშლილი დიალოგის შესახებ საუბარი მინიმუმ გადაჭარბებულია - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გაკეთებულ განცხადებას  ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიალოგის ჩაშლაზე საუბარი გადაჭარბებული იყო გრიგოლ ვაშაძის მხრიდან.

"მე ვფიქრობ, ჩაშლილი დიალოგის შესახებ საუბარი მინიმუმ გადაჭარბებულია, შესაძლოა, საუბარი იყო მომავალ დიალოგზე, მაგრამ ის, რომ დიალოგი იყო და ჩაიშალა, ასეთი ამბავი რომ ყოფილიყო გავიგებდი. მაშინ უნდა გვითხრა, ვინ ჩაშალა და ვინაა ამაში დამნაშავე.

მე რომ მქონოდა ინფორმაცია ვინ ჩაშალა დიალოგი, ამას აუცილებლად ვიტყოდი. მე არ მესმის დიპლომატიური ენა როგორც ჩანს, ვუსმენდი გრიგოლს, მაგრამ ყველაფერი ვერ გავიგე.

თუ ვიღაცამ ჩაშალა, საინტერესოა ვინ ჩაშალა, ასე ყველაფერი შემიძლია დავჯდე და ვთქვა,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ექსკლუზიური ინტრვიუს დროს დიპლომატებთან ჩაშლილ დიალოგზე ისაუბრა.




დღის ამბები