29 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე რაზე საუბრობს არ ვიცი, ალბათ გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არ იცის კონკრეტულად რა დიალოგზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ თითქმის მომზადებული იყო და ჩაიშალა. 

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, მის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადების გაკეთება, სწორედ ამ დიალოგის ჩაშლას დაუკავშირა. 

"არ ვიცი კონკრეტულად, რაზეა საუბარი. მე ვარ დიალოგის მოლოდინში, რადგან ჩვენ, ოპოზიციამ განვაცხადეთ მზაობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე რაზე საუბრობს არ ვიცი, ალბათ გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ რაზეა საუბარი. ველოდებით ყველა, რომ დიპლომატების ფასილიტაციით წარიმართება დიალოგი. ეს მოლაპარაკება არ არის ჩაშლილი, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს და მოლოდინი მაქვს, რომ დიალოგი შედგება. მე, ჩემი პარტიის სახელით ვსაუბრობ. ამ ვითარებიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა ვნახოთ, ეს ფაქტია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები