29 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა

ბათუმში 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა - მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ის პალატაში მარტო იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მას გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები დაუდგინდა.

პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 

დღის ამბები