29 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობა - მძიმე დანაშაული შიდა ქართლში

არასრულწლოვნის გაუპატიურების კიდევ ერთი მცდელობა საქართველოში. მძიმე დანაშაული ამჯერად შიდა ქართლში მოხდა.

დაკავებულია 54 წლის მამაკაცი, რომელიც ბრალდების მიხედვით, 13 წლის მეზობელი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა.

54 წლის მამაკაცი და 13 წლის მსხვერპლი მეზობლად ცხოვრობენ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარება სხვადასხვა ქმედებით სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, გაუპატიურების მცდელობის შესახებ არასრულწლოვანმა ნათესავებს უამბო, რომელმაც ამბავი 13 წლის გოგონას ოჯახის წევრებს მოუყვა. მეზობლებისათვის ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც ოჯახის წევრები მოძალადესთან სახლში მივიდნენ და დაუპირისპირდნენ.

მსხვერპლს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ახლა 13 წლის გოგონასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, თუმცა მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები