29 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
აშშ საქართველოს 132 მლნ დოლარს 15 პროცენტიანი შეზღუდვის გარეშე გამოუყოფს - არის თუ არა ფინანსური დახმარება ამავე დროს პოლიტიკური გზავნილი

17 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა, მაიკ პომპეოს ვიზიტს წინ უძღვის ფინანსური დახმარება ვაშინგტონიდან.

სენატის გადაწყვეტილება უპირობოა. შეერთებული შტატები საქართველოს 132 მილიონ დოლარს ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და 15 პროცენტიანი შეზღუდვის გარეშე გამოუყოფს.

ამასთან, ამერიკული დახმარებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს ან თანამშრომლობს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებთან.

ასიგნების კომიტეტმა პროექტი უკვე დაამტკიცა. საბოლოო სიტყვა სახელმწიფო მდივანს ეკუთვნის, რომელიც 6 დღეში უკვე საქართველოში იქნება.

სწორედ ამ ფაქტორის გამო აცხადებს ოპოზიცია, რომ ეს არ არის ვაშინგტონის საბოლოო გადაწყვეტილება.

დღის ამბები