29 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
საოლქო კომისიებში დღეს საჩივრების განხილვის ბოლო დღე იყო - შემაჯამებელი ოქმები აქციების ფონზე დაიწერა

სანამ დიალოგის რეალური ნიშნები გამოჩნდება, ოპოზიცია კვლავ ქუჩის პროტესტით ცდილობს მიზნის მიღწევას.

საოლქო კომისიებში დღეს საჩივრების განხილვის ბოლო დღე იყო. პროცესმა არც ამჯერად ჩაიარა ხმაურისა და დაპირისპირები გარეშე. პრეტენზიები იგივეა: ხმების მოპარვა.

თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს ეს სამი ქალაქი იყო დღეს ურთიერთბრალდებების ადგილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო გაზდელიანის დაკავება სამგორის საოლქო კომისიასთან საპროტესტო სტიკერების გაკვრას მოჰყვა. კომისიის შემაჯამებელი შეხვედრა ქუჩიდან საპროტესტო შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური იყო უშუალოდ სხდომაზეც, რომელიც ოპოზიციონერმა წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შემაჯამებელი ოქმები აქციის ფონზე დაიწერა საბურთალოსა და ვაკის საოლქო კომისიებშიც. საბურთალოზე ერთ-ერთი ბრალდება ოპოზიციის ხმების "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაფორმებას ეხებოდა.

 

დღის ამბები