29 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
პომპეოს ვიზიტი შეეხება ქვეყნის დემოკრატიის მხარდაჭერას, აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის პოლიტიკის მიმართ - დავით ბაქრაძე

ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე "დღის კურიერის" ეთერში მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც სტრატეგიულ თანამშრომლობას ეხება.

"ჩვენ ორ სახელმწიფოს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ამ ყველაფრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრი. ეს გამოხატულია ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით, ეს გამოხატულია ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობით.

ეს ვიზიტიც ამის დასტურია, ეს შეეხება ქვეყნის დემოკრატიის მხარდაჭერას, ეს შეეხება აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. 

ამ შეხვედრის ფარგლებში უმთავრესი იქნება რეგიონში არსებული საკითხების განხილვა და საქართველოს როლი რეგიონში არსებული სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. 

ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოს როლზე, როგორც ეკონომიკური ჰაბისა ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონში. 

საქართველო დღეს არის ნიმუში იმისა თუ როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობამ მოიტანოს ტრანსფორმაცია და ქვეყანა იყოს სანიმუშო დემოკრატიული განვითარების კუთხით.

ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით იქნება საკითხები განხილული, ჩვენ მზად ვართ ამ უმაღლესი დონის ვიზიტორის მიღებისთვის,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები