29 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა - ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნე-ვიჩიენჩი და სიგი-ზმუნდ პავილიონისი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"გვაშფოთებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ამომრჩევლებს რეალური ალტერნატივა ჰქონდათ, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც საზოგადოების ნდობის შემცირება გამოიწვია.

სიტუაციას ამძიმებს ის ინფორმაცია, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უარი ეთქვათ შესაძლებლობაზე, სამართლიანად განეხილათ დასაბუთებული პრეტენზიები და მიემართათ არსებული ინსტიტუტებისათვის.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება ევროინტეგრაციის მიზნით და ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს,"- ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

 

დღის ამბები