29 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ხმაური გორის საოლქო კომისიასთან - ოპოზიცია შემაჯამებელი ოქმის გამოცემას აპროტესტებს

საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს შემაჯამებელ ოქმებს საპროტესტო აქციების ფონზე გამოსცემენ. ხმაური იყო გორის საოლქო კომისიასთანაც. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, თუ ოქმი შედგა, ის სასამართლოსი გასაჩივრდება.

"ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ არ შევეგუებით არჩევნების მოპარვას. ჩვენი წარმომადგენლები შევლენ კომისიაში, დააფიქსირებენ ჩვენ აზრს, არცერთი ჩვენი წარმომადგენელი არ აწერს ამ ოქმს ხელს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი.

დღის ამბები